Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში კაცი ჩამოახრჩვეს ”მოსადთან” ჯაშუშური კავშირის გამო


ირანული წყაროების ცნობით, ისრაელის სადაზვერვო სამსახურთან (”მოსადთან”) თანამშრომლობაში ბრალდებული ჩამოახრჩვეს. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, თეირანის პროკურორმა განაცხადა, რომ ალი აკბარ სიადათი სამშაბათს თეირანის ციხეში დასაჯეს სიკვდილით. ბრალდების თანახმად, სიადათს ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ჰქონდა კავშირი ”მოსადთან”. ირანის სამხედრო ბაზებისა და ირანის რევოლუციური გვარდიის კუთვნილი რაკეტების შესახებ დახურული ინფორმაციის მიწოდებისთვის მან 60 ათასი დოლარი მიიღო. ირანული სააგენტოს ცნობით, სიადათი ორი წლის წინ მეუღლესთან ერთად ქვეყნის დატოვების მცდელობისას დააკავეს.
XS
SM
MD
LG