Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადვოკატმა ვლადიმირ ნეკლიაევთან შეხვედრა შეძლო


ადვოკატმა ტამარა სიდორენკომ ბელორუსიის ყოფილი პრეზიდენტობის კანდიდატ, მინსკში დაკავებულ ვლადიმირ ნეკლიაევთან შეხვედრა მოახერხა. ამის შესახებ ჟურნალისტებს პოლიტიკოსის მეუღლემ, ოლგა ნეკლიაევამ ,აცნობა. მისი თქმით, ვლადიმირ ნეკლიაევი სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის საგამოძიებო იზოლატორში იმყოფება და თავს ნორმალურად გრძნობს. ნეკლიაევი მინსკში მასობრივი არეულობის ორგანიზებაშია ეჭვმიტანილი. 19 დეკემბერს საპროტესტო აქციის დარბევისას ვლადიმირ ნეკლიაევი სასტიკად სცემეს და მოგვიანებით საავადმყოფოში დააპატიმრეს. ადვოკატი ერთი კვირის მანძილზე ცდილობდა მასთან შეხვედრას.
XS
SM
MD
LG