Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სუდანში რეფერენდუმს სატელიტიდან დააკვირდებიან


სუდანში განვითარებულ მოვლენებს სატელიტიდან დააკვირდებიან. 9 იანვარს სუდანში რეფერენდუმის ჩატარება იგეგმება, რომლის შედეგადაც ქვეყნიდან სამხრეთ რაიონების გამოყოფა იგეგმება. პროექტში მონაწილეობას იღებს ინტერნეტ კომპანია გუგლი, გაეროს სატელიტიდან დამუშავებული ინფორმაციის სამსახური და ჰარვარდის უნივერსიტეტი. პროექტის ინიციატორები ვარაუდობენ, რომ მოვლენების სატელიტან დაკვირვება ხელს შეუწყობს არა მხოლოდ სამართლიანი რეფერენდუმის ჩატარებას, არამედ აღკვეთავს ახალ სისხლის ღვრასაც. ისინი ვარაუდობენ, რომ მსგავსი დაკვირვების პროცესში ვერავინ გაბედავს უკანონო ქმედების ჩადენას. რეფერენდუმის ჩატარება 2005 წლის მშვიდობიან შეთანხემბას მოჰყვა, რომელიც ასრულებს სუდანის სამოქალაქო ომს მუსულმანურ ჩრდილოეთსა და ქრისტიანულ სამხრეთს შორის.

XS
SM
MD
LG