Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"საქართველოს ლეგიონმა" დღეს სპეციალური განცხადება გაავრცელა


თავდაცვის სამინისტროში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა ფოტოების ჩამოხსნის გამო, დღეს სპეციალური განცხადება გაავრცელა "საქართველოს ლეგიონმა". მოძრაობა მომხდარს აფასებს ერთი, ან რამდენიმე სამხედრო მოსამსახურის გამოუცდელობით გამოწვეულ, გაუაზრებელ მოქმედებად და საზოგადოებას სთხოვს, ამ ფაქტს ნუ აქცევს ვითარების გამწვავების საგნად, ”რათა კიდევ უფრო არ გაღრმავდეს ჩატეხილი ხიდი სხვადასხვა თაობის სამხედრო მოსამსახურეთა შორის”. 150-მდე დაღუპული მეომრის ფოტო, რომლებიც ვეტერანთა განცხადებით, ყოფილი ეროვნული გვარდიის შენობის ეზოში, ნაგავსაყრელზე აღმოაჩინეს, ოთხშაბათს მიიტანეს გმირთა მოედანზე, სადაც შიმშილობის აქცია მიმდინარეობს.
XS
SM
MD
LG