Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში ათასობით ადამიანი დაესწრო პენჯაბის გუბერნატორის დაკრძალვას


პაკისტანში დაკრძალეს პენჯაბის გუბერნატორი სალმან ტასირი, რომელიც გუშინ მოკლა მისსავე მცველმა. ტასირი, მმართველი სახალხო პარტიის წევრი, ცნობილი იყო, როგორც ზომიერი კურსის მომხრე ერთ-ერთი წამყვანი პოლიტიკოსი პაკისტანში. ათასობით ადამიანი შეიკრიბა გუბერნატორის დაკრძალვაზე პენჯაბის დედაქალაქ ლაჰორში, ცერემონიას დაესწრნენ პრემიერ-მინისტრი იუსუფ რაზა გილანი და რამდენიმე მინისტრიც. იუწყებიან ასევე, რომ რამდენიმე რელიგიურმა ლიდერმა შეაქო ტასირის მკვლელი და მორწმუნეებს მოუწოდა დაკრძალვის ცერემონიის ბოიკოტისაკენ. შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, გამოძიება დაადგენს, ტასირის მკვლელი მარტო მოქმედებდა და შეთქმულების მონაწილე იყო.
XS
SM
MD
LG