Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არასამთავრობოებმა აქციის დაშლის შესახებ განცხადება გაავრცელეს


თბილისში, ვეტერანთა მშვიდობიანი საპროტესტო აქციის ძალით დაშლის გამო, დღეს ერთობლივი განცხადება გაავრცელა 12-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ. მათი შეფასებით, 3 იანვარს სახელმწიფომ, კერძოდ სამართალდამცავებმა უხეშად დაარღვიეს მოქალაქეთა შეკრების და მანიფესტაციების უფლება და სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინეს. არასამთავრობო ორგანიზაციები მთავარი პროკურატურისა და შსს-სგან მოითხოვენ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყონ იმ პირებისადმი, რომელთა მოქმედებაში აშკარად ჩანს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები და დისციპლინარულ ზომებს მიმართონ აქციის დაშლაში მონაწილე სამოქალაქო ფორმიანი პირების წინააღმდეგ. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები 3 იანვრის მოვლენების გამოძიების სამოქალაქო მონიტორინგს აპირებენ.
XS
SM
MD
LG