Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზახეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა რეფერენდუმის ჩატარებას


ყაზახეთის პარლამენტის ზედა პალატამ მხარი დაუჭირა რეფერენდუმს, რომელზეც უნდა გაირკვეს ნურსულთან ნაზარბაევისთვის ათი წლით საპრეზიდენტო უფლებამოსილების გაგრძელების. მსგავსი დოკუმენტი პარლამენტის ქვედა პალატამ უკვე დაამტკიცა. თუკი რეფერენდუმი საკითხს დადებითად გადაწყვეტს, 70 წლის ნაზარბაევი თანამდებობაზე დარჩება 2020 წლამდე და 2012 წლისთვის დაგეგმილი არჩევნები აღარ მოეწყობა. აშშ-ის ელჩმა ყაზახეთში, რიჩარდ ჰოგლანდმა, რომელიც თანამდებობას ტოვებს, გუშინ კრიტიკა გამოთქვა ნაზარბაევისთვის უფლებამოსილების გაგრძელების შესაძლებლობის მიმართ.
XS
SM
MD
LG