Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში ისევ დააკავეს დემონსტრანტები


მოსკოვის პოლიციის ცნობით, ოცზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს ოპოზიციის აქტივისტებთან ბოლო დაპირისპირებისას. მოსკოვის პოლიციის პრესმდივან არკადი ბაშიროვის განცხადებით, დაკავებულ იქნა 27 ადამიანი. ჯერ არ არის ნათელი, წაუყენეს თუ რა მათ ბრალდებები. წინა დღეებში აყვანილი დემონსტრანტების დიდ ნაწილს სულ რამდენიმე საათით ტოვებდნენ მილიციაში. დღევანდელი დღე რიგით მეოთხე იყო საპროტესტო აქციებისა, რომელთა მონაწილეებიც ბორის ნემცოვის გათავისუფლებას მოითხოვენ. ნემცოვი - რუსეთის ყოფილი ვიცე-პრემიერი და ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი - 15-დღიან პატიმრობას იხდის, მოსკოვში 31 დეკემბრის საპროტესტო აქციაზე დაკავების შემდეგ.
XS
SM
MD
LG