Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საშობაო ეპისტოლეში მაღალმთიან რაიონებზეც არის ყურადღება გამახვილებული


ქვეყნის ერთიანობასა და აფხაზების, ოსებისა და ქართველების ურთიერთობაზეა საუბარია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში. მასში ნათქვამია, რომ ის, რაც მოხდა პოლიტიკური ინტრიგების შედეგია და ოსების, აფხაზებისა და ქართველების ურთიერთობასთან საერთო არაფერი აქვს. საშობაო ეპისტოლეში ილია მეორე აღნიშნავს, რომ საქართველოს სირთულეებია უმუშევრობა, მოსახლეობის უცხოეთში მიგრაცია, საშუალო და უმაღლესი განათლების დაბალი დონე, პატიმრების რაოდენობის ზრდა, საბაზრო ეკონომიკის, ბიზნესისა და სოფლის მეურნეობის პრობლემები. წლევანდელ ეპისტოლეში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ქვეყნის მაღალმთიანი რაიონების დახმარების აუცილებლობაზე და აღნიშნა, რომ იქ არსებული პრობლემების მოგვარებაზე ხელისუფლების გარდა, თითოეულმა მოქალაქემ უნდა იზრუნოს.
XS
SM
MD
LG