Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”მაესტრო” კრიზისის დასაძლევად მუშაობას აგრძელებს


ტელეკომპანია “მაესტროსა” და "რუსთავის მედიის მართვის კომპანიის" ურთიერთობისას წარმოქმნილი პრობლემები აღმოფხვრილია. არხის მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ შეთანხმების საფუძველზე განხორციელდა საკადრო ცვლილება და “მაესტროს” გენერალურ დირექტორად დაინიშნა ილია კიკაბიძე. ტელეკომპანია ასევე აღნიშნავს, რომ ფინანსური და ტექნიკური პრობლემების დასაძლევად მუშაობა გრძელდება. მაესტროს გენერალურ დირექტორად დანიშნულმა ილია კიკაბიძემ სააგენტო ”პირველს” დღეს განუცხადა, რომ ტელეარხის მმართველ კომპანიასთან გაფორმებულია კონტრაქტი, რომელიც კრიზისის დასაძლევად კონკრეტულ ვადას უწესებს. ამ ვადის დასახელებისგან კიკაბიძემ თავი შეიკავა.
XS
SM
MD
LG