Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში ჩატარდა დევნილთა საპროტესტო აქცია


საქართველოს პარლამენტის შენობასთან გაიმართა დევნილების საპროტესტო აქცია, რომელშიც, გავრცელებული ინფორმაციით, 200-მდე ადამიანი მონაწილეობდა. დევნილები თბილისიდან მათი გასახლების პროცესის შეჩერებას მოითხოვეა. როგორც დევნილები აცხადებენ, მათ ხელისუფლებისგან ჯერ კიდევ არ მიუღიათ ოფიციალური დოკუმენტი გამოსახლებასთან დაკავშირებით. თუმცა, ისინი არ გამორიცხავენ, რომ გამოსახლება, როგორც სხვა შემთხვევებში, ამჯერადაც ოფიციალური დოკუმენტის გარეშე მოხდეს ღამით, ან გამთენიისას. საპროტესტო აქციის მონაწილეების განცხადებით, ხელისუფლებას არ სურს, რომ გამოსახლების პროცესს ოპოზიცია, დამკვირვებლები და ჟურნალისტები დაესწრონ. გამოსახლების პროცესის გაგრძელების შემთხვევაში, დევნილები აპირებენ პარლამენტის წინ საპროტესტო აქციების პერმანენტულად გამართვას.
XS
SM
MD
LG