Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თალინაბის წინააღმდეგ ბრძოლას ფილმი მიეძღვნება


პაკისტანში სატელევიზო სერიალს იღებენ, რომელშიც ნაჩვენები იქნება პაკისტანის არმიის ბრძოლა თალიბანის რაზმების წინააღმდეგ ავღანეთთან მდებარე უკონტროლო რაიონებში. სერიალის ერთ-ერთი სცენარის ავტორის საჯად საჯის თქმით, პროექტს არმია აფინანსებს და მისი მიზანია აჩვენოს პაკისტანელ ხალხს, თუ როგორ ებრძვიან „მამაცი პაკისტანელები“ თალიბანის რაზმებს სვატის პროვინციაში, სადაც რამდენიმე სერია გადაიღეს. პაკისტნის არმიის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, გენერალი ათარ აბბასი ამბობს, რომ პაკისტანელმა ხალხმა უნდა იცოდეს ჯარისკაცების „თავდადებისა და მამაცობის ისტორიები“.
XS
SM
MD
LG