Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთის უსაფრთხოებამ სინაგოგაზე თავდასხმა გახსნა


ყირგიზეთის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ კენეშბეკ დიუშებაევმა დღეს განაცხადა, რომ ჯგუფი სახელწოდებით „ზაიშულ მაჰდი“ ( სამართლიან მმართველთა არმია) პასუხისმგებელია შემოდგომაზე, ბიშკეკში მდებარე სინაგოგასთან და სპორტკომპლექსთან მომხდარი აფეთქებებზე, და ასევე ბიშკეკის პოლიციის შენობასთან ჩაფიქრებულ თავდასხმაზე. დიუშებაევის თქმით, ჯგუფის ლიდერი, სოვეტბეკ ისლამოვი უსაფრთხოების ოპერაციის დროს მოკლეს. ჯგუფის 16 წევრიდან - 15 ყირგიზია და ერთი - რუსი. მათგან 11 დაპატიმრებულია, 2 - მოკლული, ხოლო სამი ეჭვმიტანილი კი ძიებაშია. დიუშებაევმა ჟურნალისტებს უჩვენა ვიდეოფირი, რომელზეც ერთი ეჭვმიტანილი დანაშაულს აღიარებს.
XS
SM
MD
LG