Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრაზილიაში დაღუპულთა რიცხვმა 655-ს მიაღწია


ბრაზილიაში მომხდარი სტიქიური უბედურებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი, ბოლო მონაცემებით, 655 ადამიანამდე გაიზარდა. წყალდიდობამ და მეწყერმა განსაკუთრებით ქალაქები ნოვა-ფრიბურგუ და ტერეზოპოლისი დააზარალა. ორშაბათს წითელი ჯვრის წარმომადგენლებმა ტერეზოპოლისის ხელისუფლებას არასაკმარის თანამშრომლობაში დასდეს ბრალი. ბრაზილიური მედიის ინფორმაციით, ჰუმანიტარული დახმარების ტვირთის ნაწილი, სულ ცოტა 170 ტონა, ჯერაც არ ჩასულა დანიშნულების ადგილას.
XS
SM
MD
LG