Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელი სენატორები ემხრობიან ბელორუსიის სააკითხში გააქტიურებას


ამერიკელი სენატორების ჯგუფი გამოდის მოწოდებით, რომ შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა მკვეთრ, ერთობლივ საპასუხო ზომებს მიმართონ ბელორუსიაში ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართულ რეპრესიებთან დაკავშირებით. რეპრესიები მოჰყვა ბელორუსიის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ალექსანდრ ლუკაშენკოს გამოცხადების შემდგომ საპროტესტო აქციებს. ბელორუსიის საკითხში ერთად მოქმედებისაკენ მოწოდებას შეიცავს წერილი, რომლითაც ევროკავშირის საგარეოპოლიტიკურ ლიდერს, კეტრინ ეშტონს მიმართავენ ამერიკელი სენატორები, მათ შორის ჯონ მაკკეინი და ჯოზეფ ლიბერმანი. წერილში აღნიშნულია, რომ ტრანსატლანტიკური ზომები უნდა ითვალისწინებდეს „ძალიან რეალურ და მნიშვნელოვან“ შედეგებს ლუკაშენკოსა და სხვა ბელორუსი ოფიციალური პირებისთვის, ვისაც ეკისრება პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებების დარღვევაზე, არჩევნების გაყალბებაზე, აგრეთვე 19 დეკემბრის არჩევნების შემდეგ პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატების დაპატიმრებაზე. მიმართვაზე ხელმომწერი სენატორები გამოდიან აგრეთვე ბელორუსიაში სამოქალაქო საზოგადოებისა და ადამიანის უფლებების დამცველთა უფრო აქტიური მხარდაჭერის მოწოდებით.
XS
SM
MD
LG