Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპარლამენტი გმობს რეპრესიებს ბელორუსიაში


ევროპარლამენტი გმობს რეპრესიებს, რომლებსაც ბელორუსიის ხელისუფლება მიმართავს გასული თვის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. ამასთან, ევროპარლამენტი დღეს სტრასბურგში მიღებულ რეზოლუციაში გამოდის მოწოდებით, განმეორებით ჩატარდეს არჩევნები, რომელიც ამჯერად „თავისუფალი და დემოკრატიული“ იქნება. რეზოლუცია მოიცავს ასევე მოწოდებას, განახლდეს ევროკავშირში მოგზაურობაზე აკრძალვა ბელორუსი ოფიციალური პირებისთვის და განახლდეს ეკონომიკური სანქციები, მათ შორის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მიწოდებული დახმარების შეჩერება.
XS
SM
MD
LG