Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პორტუგალიაში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება


პორტუგალიის ამომრჩეველთა უმრავლესობა მზად არის, რათა ანიბალ კავაკო სილვა მეორე ვადით დაბრუნდეს პრეზიდენტის პოსტზე. ასეთი შედეგები აჩვენა სოციოლოგიურმა გამოკითხვამ, რომლის თანახმად მემარჯვენე-ცენტრისტული სოციალისტური პარტიის ლიდერს მხარს ამომრჩეველთა 60 პროცენტი უჭერს. აღნიშნული სოციოლოგიური გამოკითხვა დაუკვეთა პორტუგალიის მთავრობამ, რომელიც ხარჯების შემცირებისა და გადასახადების გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო ბიუჯეტის დეფიციტის თავიდან ასაცილებლად, რაც საბერძნეთისა და ირლანიდიის მსგავსად, პორტუგალიასაც საგარეო ვალის აღებით ემუქრება. მიუხედადავ იმისა, რომ კონსტიტუციის თანახმად პორტუგალიის პრეზიდენტი არ ფლობს აღმასრულებელ ძალაუფლებას, კავაკო სილვა ითვლება გავლენიან პოლიტიკურ ლიდერად, რომელიც მხარს უჭერს ხარჯების შემცირებაზე ორიენტირებულ მთავრობის გეგმას და პირობას დებს, რომ მკაცრად გააკონტროლებს მთავრობის საქმიანობას.
XS
SM
MD
LG