Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”დომოდედოვოში” დაჭრილი 110 ადამიანია ჰოსპიტალიზებული


24 იანვარს მოსკოვის ”დომოდედოვოს” აერპორტში მომხდარი აფეთქების შედეგად დაჭრილი 110 ადამიანია ჰოსპიტალიზებული. მათგან 38 მძიმე მდგომარეობაშია. დაღუპული 35-დან 26 ამოცნობილია. დაღუპულებსა და დაჭრილებს შორის არიან უცხოეთის მოქალაქეებიც. ტელეკომპანია ”რუსთავი-2”-ის ცნობით, დაღუპულთა შორის არ არიან საქართველოს მოქალაქეები. დაჭრილთა რაოდენობა 130-ს აჭარბებს. სააგენტო ”ინტერფაქსი” სამართალდამცავებზე დაყრდნობით ავრცელებს ცნობას, თვითმხილველთა თქმით, ერთ-ერთი მგზავრის - შავებში ჩაცმული ქალის ბარგი აფეთქდა. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ აფეთქება თვითმკვლელმა განახორციელა.
XS
SM
MD
LG