Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ექსონ მობილი“ და „როსნეფტი“ შეთანხმებას აფორმებენ


რუსეთის ენერგოკომპანია „როსნეფტმა“ და აშშ-ის კომპანია „ექსონ მობილმა“ გააფორმეს ხელშეკრულება, რომელიც შავ ზღვაზე ნავთობისა და გაზის რესურსების ერთობლივ კვლევას ითვალისწინებს. შეთანხმება დღეს გაფორმდა, შვეიცარიის კურორტ დავოსში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის კულუარებში. ორი ფირმა აცხადებს, რომ შექმნიან ერთობლივ კომპანიას, რომელიც შავი ზღვის რუსეთის სექტორში ჩაატარებს კვლევას. რუსეთის ვიცე-პრემიერმა, იგორ სეჩინმა - რომელიც ამავე დროს როსნეფტსაც სათავეში უდგას - განაცხადა, ეს შეთანხმება რუსეთის მხრიდან თავის ენერგოსექტორში უცხოური ინვესტიციების შესვლისთვის მზაობას აჩვენებსო.
XS
SM
MD
LG