Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტეში მესამე დღეა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს


ეგვიპტის სხვადასხვა რეგიონში მესამე დღეა მიმდინარეობს ანტი-სამთავრობო აქციები, რომლებსაც სულ მცირე 6 ადამიანი ემსხვერპლა. ვრცელდება ცნობები, რომ აღმოსავლეთის ქალაქ ისმალიაში დაახლოებით 600 დემონსტრანტსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. აქციების ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი - „6 აპრილის ახალგაზრდული მოძრაობა“ - აქციების ორგანიზებისთვის საინტერნეტო ქსელ ”ტვიტერს” იყენებს. ხვალ, პარასკევს, მუსულმანური ლოცვების შემდეგ მასშტაბური აქციაა დაგეგმილი. ეგვიპტის ცნობილმა ოპოზიციონერმა, წარსულში გაეროს ბირთვული სააგენტოს ხელმძღვანელმა, მუჰამედ ელ-ბარადეიმ დღეს განაცხადა, რომ პარასკევის აქციაში მონაწილეობის მისაღებად საგანგებოდ ბრუნდება ეგვიპტეში ვენიდან, სადაც ის ამჟამად ცხოვრობს.
XS
SM
MD
LG