Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნელსონ მანდელა საავადმყოფოდან გამოწერეს


სამხრეთ აფრიკის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტი ნელსონ მანდელა საავადმყოფოდან გამოწერეს. პრეზიდენტის მოადგილე კგალება მოტლანტემ იოჰანესბურგში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ მანდელა თავს კარგად გრძნობს. მანამდე საავადმყოფოს წარმომადგენელმა აუწყა ჟურნალისტებს, რომ მანდელა კარგად დაექვემდებარა სასუნთქი გზების ინფექციის მკურნალობას და ახლა სახლში გააგრძელებს მკურნალობას. 92 წლის მანდელა ოთხშაბათს მოათავსეს საავადმყოფოში. სამხრეთ აფრიკაში აპარტეიდის რეჟიმის დროს მას 27 წელი აქვს გატარებული ციხეში, სადაც ტუბერკულოზით დაავადდა.
XS
SM
MD
LG