Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ ეგვიპტეს არჩევნების დანიშვნისკენ მოუწოდებს


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა დღეს ეგვიპტის პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაკს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ვაშინგტონი ჯერჯერობით არ განიხილავს კაიროსთვის დახმარების გამოყოფის შეწყვეტას. რამდენიმე ამერიკულ სატელევიზიო გადაცემაში გამოსვლისას, კლინტონმა მუბარაკს მასშტაბური რეფორმების გატარება ურჩია, უპრეცედენტო, მასობრივი საპროტესტო აქციების პასუხად. ამასთან, სახელმწიფო მდივნის განცხადებით, დემოკრატიისკენ სვლა მეთოდურად უნდა მოხდეს, რათა ირანის მსგავსი „ყალბი დემოკრატია“ არ ჩამოყალიბდეს. კლინტონის თქმით, ეგვიპტის სამხედრო ძალები - რომლებიც მუბარაკმა ქუჩებში განათავსა არეულობის ჩასახშობად - მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ თავდაჭერას ავლენენ და მაროდიორობის შეზღუდვას ცდილობენ.
XS
SM
MD
LG