Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისიდან ეგვიპტეში 14 მგზავრი გაფრინდა, 200 კი - ჩამოფრინდა


თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ეგვიპტის ქალაქ შარმ ელ შეიხში წუხელ 14 მგზავრი გაფრინდა. თავდაპირველად გამგზავრებას 80 ადამიანი გეგმავდა, თუმცა საბოლოოდ ეგვიპტის კურორტზე გამგზავრება მათმა უმეტესობამ გადაიფიქრა. ამასთან, გამთენიისას, ეგვიპტიდან საქართველოში 200-მდე ადამიანი დაბრუნდა. ისინი ამბობენ, რომ ბოლო დღეებში სასტუმროდან გასვლას ვერ ახერხებდნენ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მოქალაქეებს ურჩევს, თავი შეიკავონ ეგვიპტეში გამგზავრებისგან.
XS
SM
MD
LG