Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლუკაშენკოს ახალ მღელვარებას უწინასწარმეტყველებენ


პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ შიკორსკიმ განაცხადა, რომ ლუკაშენკოს შესაძლოა მიიღოს ისეთივე სახალხო მღელვარება, როგორსაც ადგილი აქვს არაბულ სამყაროში. ვარშავაში გამართულმა დონორთა კონფერენციამ 3 თებერვლას მიიღო გადაწყვეტილება, ბელორუსიის ოპოზიციური მოძრაობისათვის 87 მილიონი ევროს გამოყოფის თაობაზე. დონორთა კონფერენცია „სოლიდარობა ბელორუსიას“, რომელშიც 36 სახელმწიფო ღებულობდა მონაწილეობას, პირველი ასეთი თავყრილობა იყო, რომელმაც ბელროსუსიის არასამთავრობო სექტორის, დამოუკიდებელი მედიის, სტუდენტებისა და სოციალურად სხვა აქტიური ჯგუფებსი მხარდამჭერი გადაწყვეტილება მიიღო. დონორთა ვარშავის კონფერენციამდე ერთი დღით ადრე, ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა შეათანხმეს სანქციების ნუსხა, რომელიც ლუკაშენკოსა და ბელორუსიის ხელისუფლების 157 წევრის მიმართ სავიზო და ფინანსური სანქციების შემოღებას ითვალისწინებს.
XS
SM
MD
LG