Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტეში გრძელდება მასობრივი საპროტესტო გამოსვლები


ეგვიპტეში ათიათასობით დემონსტრანტი ემატება ეგრეთწოდებული „წასვლის დღის“ საპროტესტო გამოსვლებს. ისინი მოითხოვენ პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქის დაუყოვნებლივ გადადგომას. კაიროში დიდი რაოდენობით ხალხმა მოიყარა თავი ტაჰრირის მოედანზე და მიმდებარე ქუჩებზე. როგორც იტყობინებიან, ათასობის ადამიანი შეიკრიბა ალექსანდრიაში. არმიამ საკონტროლო-გამშვები პუნქტები მოაწყო ტაჰრირის მოედნის გარშემო მას მერე, რაც უკანასკნელი ორი დღის განმავლობაში მუბარაქის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის შეტაკებებს მსხვერპლი მოჰყვა. მუბარაქმა თქვა, რომ გადადგომა სურს, მაგრამ შიშობს, რომ მისი გადადგომა ეგვიპტეს ქაოსში მოაქცევს. მანამდე მუბარაქმა განაცხადა, რომ თანამდებობაზე დარჩება სექტემბრამდე, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე. მაგრამ გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა ეგვიპტის მთავრობას მოუწოდა, დაუყოვნებლივ დაიწყოს გარდამავალი პროცესი. „ნიუ იორკ ტაიმსის“ თანახმად, შეერთებული შტატების ხელისუფლება მოლაპარაკებებს აწარმოებს ეგვიპტის ოფიციალურ პირებთან, რათა მუბარაქი დაუყოვნებლივ გადადგეს.
XS
SM
MD
LG