Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს პრეზიდენტ სააკაშვილის პარლამენტში გამოსვლის დეტალები გაირკვევა


პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარლამენტში მოხსენებით გამოსვლის თარიღს და ფორმატს შეათანხმებენ. პრეზიდენტი პარლამენტში ამ კვირას გამოვა, სავარაუდოდ 10 თებერვალს, თუმცა ზუსტი თარიღი დღეს გახდება ცნობილი. ფორმატის შესახებ პარლამენტის რეგლამენტში მხოლოდ ის არის ნათქვამი, რომ მოხსენების შემდეგ გამოდიან ფრაქციის თავმჯდომარეები და შესაძლებელია მიიღონ რეზოლუცია.
XS
SM
MD
LG