Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში პური კიდევ 8-10 თეთრით გაძვირდა


საქართველოში პური კიდევ 8-10 თეთრით გაძვირდა, რასაც მწარმოებლები ფქვილის ფასის მომატებით ხსნიან. სააგენტო "ინტერპრესნიუსს" პურის მეოთხე ქარხნის დირექტორმა მალხაზ დოლიძემ განუცხადა, რომ მწარმოებლები, რომლებმაც პური არ გააძვირეს, ადრინდელ ფასს მხოლოდ წონის შემცირებით ინარჩუნებენ. დოლიძის ინფორმაციით, ძირითადი მიმწოდებლისგან ერთი ტომარა ფქვილი ქარხანამ დღეს 52 ლარად შეიძინა.
XS
SM
MD
LG