Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შვეიცარიაში იარაღის შენახვის შესახებ რეფერენდუმი ჩატარდა


შვეიცარიის მოსახლეობის უმრავლესობამ უარი უთხრა წინადადებას, ძლიერ შეზღუდულიყო მოქალაქეთა უფლება, შეინახონ ცეცხლსასროლი იარაღი. რეფერენდუმი დღეს მოეწყო. ახლა, არსებული ტრადიციით, კაცებს, რომლებიც სათანადო სამხედრო მომზადებას გაივლიან, უნარჩუნდებათ უფლება, შინ შეინახონ არმიაში მიღებული იარაღი. ეს უფლება მათ რჩებათ მას მერეც, რაც რეზერვისტებად აღარ ირიცხებიან. იარაღის შენახვის წესების გამკაცრების მომხრეები მიუთითებდნენ ცეცხლსასროლი იარაღით თვითმკვლეობის დიდ რიცხვზე.
XS
SM
MD
LG