Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს დემონსტრანტების დასაშლელად


თვითმხილველების განცხადებებით, ირანის პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა თეირანში, რამდენიმე ადგილას შეკრებილი დემონსტრანტების დასაშლელად. ასობით ირანელი გამოეხმაურა ოპოზიციის ლიდერების მოწოდებას, მონაწილეობა მიეღო აქციებში ეგვიპტესა და ტუნისში მასობრივი გამოსვლებისადმი მხარდაჭერის ნიშნად. აქციები აკრძალული იყო ირანის ხელისუფლების მიერ. გავრცელებული ცნობები, დემონსტრაციები გაიმართა ირანის სხვა ქალაქებშიც, მათ შორის ისპაჰანსა და შირაზში. მანამდე უშიშროების ძალებმა სატელეფონო ხაზები გადაჭრეს და ბლოკადაში მოაქციეს ოპოზიციის ლიდერ მირ ჰუსეინ მუსავის სახლი, რათა არ დაეშვათ საპროტესტო აქციებში მუსავის მონაწილეობა. რადიო თავისუფლების ირანული სამსახურის ცნობით, თეირანის ცენტრში აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებაც მოხდა.
XS
SM
MD
LG