Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იემენში საპროტესტო აქციებისას ერთი ადამიანი დაიღუპა


იემენის დედაქალაქ სანააში მოხდა შეტაკება პრეზიდენტ ალი აბდულა სალეჰის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის. პრეზიდენტის ოპონენტები შეიკრიბნენ სანაას უნივერსიტეტში, ქალაქის ცენტრისაკენ წასასვლელად, მაგრამ მათ თავს დაესხნენ პრეზიდენტის მომხრეები, რომლებიც შეიარაღებული იყვნენ ხელკეტებით, ქვებითა და დანებით. პოლიციამ გამაფრთხილებელი ცეცხლი გახსნა, მაგრამ, როგორც იუწყებიან, მაინც ვერ შეძლო ორი მხარის დაშორიშორება. დაიჭრა, სულ ცოტა, ოთხი ადამიანი. იუწყებიან აგრეთვე, რომ პოლიციამ ცეცხლი გახსნა სამხრეთ იემენის ქალაქ ადენშიც, მთავრობის მოწინააღმდეგე ასობით დემონსტრანტის დასაშლელად. მოკლულია, სულ ცოტა, ერთი ადამიანი.
XS
SM
MD
LG