Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაჰრეინში დემონსტრანტებმა კვლავ გაშალეს კარვები


ათასობით ანტისამთავრობო დემონსტრანტი დაბანაკდა კვლავ ბაჰრეინის დედაქალაქ მანამის ცენტში მას შემდეგ, რაც პოლიციის სპეცდანიშნულების ნაწილებმა დატოვეს ქალაქის ქუჩები. დემონსტრანტები აცხადებენ, რომ დიდხანს დარჩებიან ცენტრალურ მოედანზე. მოსალოდნელია, რომ ბაჰრეინის კრონპრინცი სალმან ბინ ჰამად ალ ხალიფა გამართავს დიალოგს ოპიზიციის წარმომადგენლებთან. თითქმის ერთკვირიანი განუწყვეტელი დემონსტრაციებისა და არეულობების შედეგად ბაჰრეინში სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა. ქვეყანას სამი ათწლეულის განმავლობაში ალ ხალიფას სუნიტური სამეფო დინასტია მართავს, შიიტური უმრავლესობა კი დიდი ხნის განმავლობაში თავს დისკრიმინაციულ მდგომარეობაში ჩაყენებულად მიიჩნევს. მათი პოლიტიკური ლიდერები დიალოგის დაწყების წინაპირობად მთავრობის გადადგომას ასახელებენ.
XS
SM
MD
LG