Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინს და ბაროზუს დაპირისპირება ჰქონდათ ენერგოპოლიტიკის გამო


რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინს და ევროკომისიის თავმჯდომარე ჟოზე მანუელ ბაროზუს დაპირისპირება ჰქონდათ ევროკავშირის გეგმის გამო, შეწყვიტოს ნავთობის და გაზის მიღება იმ მილსადენებიდან, რომლებიც პირდაპირ იმართება. ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ეს გეგმა ზარალს მიაყენებს რუსეთის ფირმებს, მათ შორის გაზპრომს და ასეთი ქმედება „ქონების კონფისკაციას" შეადარა. ბაროზუმ განაცხადა, რომ ახალი ენერგეტიკული ჩარჩო ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წესებს შეესაბამება და ის შეეხება უცხოეთის და ადგილობრივ კომპანიებს. ევროპა რუსეთის უდიდესი ბაზარია, მაგრამ მოსკოვს აშფოთებს ბრიუსელის სურვილი, მოიძიოს ენერგომატარებლების სხვა წყაროები.
XS
SM
MD
LG