Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რობერტ კენედის მკვლელს ვადამდელ განთავისუფლებაზე უარი უთხრეს


პალესტინელ შირხან შირხანს, რომელიც ამერიკაში იხდის სასჯელს სენატორ რობერტ კენედის მკვლელობის გამო, მორიგი უარი უთხრეს ვადამდელ განთავისუფლებაზე. კომისიის გადაწყვეტილებით, მას ხუთი წლის შემდეგ კვლავ ექნება უფლება, განთავისუფლების თხოვნით მიმართოს. შირხან შირხანს 1969 წელს სიკვდილი მიუსაჯეს ერთი წლით ადრე, სასტუმრო ”ამბასადორში” სენატორ კენედის მკვლელობის გამო. სამი წლის შემდეგ კი განაჩენი სამუდამო პატიმრობით შეუცვალეს. თავად შირხან შირხანი ამბობს, რომ არ ახსოვს, თუ როგორ ესროლა კენედის.
XS
SM
MD
LG