Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთი ზრდის თავდაცვის ბიუჯეტს


ჩინეთი სამხედრო ბიუჯეტის თითქმის 13 პროცენტით გაზრდის შესახებ აცხადებს. ეს ინფორმაცია ჩინეთის საკანონმდებლო ორგანოს - სახალხო ეროვნული კონგრესის გახსნამდე ერთი დღით ადრე გამოცხადდა. კონგრესის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ 2011 წლის სამხედრო ბიუჯეტი 601 მილიარდი იუანი (91,5 მილიარდი აშშ დოლარი) იქნება, რაც 2010 წლის ბიუჯეტზე 12,7 პროცენტით მეტია. ჩინეთის ლიდერები აცხადებენ, რომ თავდაცვის ბიუჯეტის ზრდა საჭიროა ჩინეთის 2,5 მილიონიანი არმიის მოდერნიზაციისთვის და რომ ეს მხოლოდ თავდაცვის მიზნებს ემსახურება. გავრცელებული ინფორმაციით, თავდაცვის ხარჯების მასშტაბით ჩინეთი შეერთებული შტატების შემდეგ მეორე ადგილზეა.
XS
SM
MD
LG