Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრიპოლიში დემონსტრაცია დაიწყო


ლიბიის ლიდერ მუამარ კადაფის ასობით მოწინააღმდეგე შეიკრიბა დედაქალაქ ტრიპოლიში, პარასკევის ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ. ხალხი მეჩეთებიდან გავიდა ტრიპოლის ტაჯურის რაიონში, კადაფის გადადგომის მოთხოვნით. თვითმხილველების ცნობით, უშიშროების ძალები ჯერ არსად ჩანან. საპროტესტო აქციის დაწყებამდე, კადაფის მომხრე ძალებმა ბლოკ-პოსტები აღმართეს. გასულ კვირაში ასეთივე აქციების დაიშალა მას შემდეგ, რაც დემონსტრანტებს სროლა დაუწყეს შეიარაღებულმა პირებმა. იუწყებიან აგრეთვე, რომ თვითმფრინავებმა ისევ განახორციელეს საჰაერო დარტყმები ქალაქების აჯდაბიას და ბრეგას წინააღმდეგ. ორივე მდებარეობს აღმოსავლეთ ლიბიაში, რომელსაც მეამბოხეები აკონტროლებენ. ბრძოლების შესახებ ინფორმაცია ვრცელდება ტრიპოლის მახლობლად მდებარე ქალაქ ზავიაჰიდან და რას ლანუფის ნავთობტერმინალიდან. გაეროს განცხადებით, კადაფის მომხრე, მძიმე შეიარაღებით აღჭურვილი ძალები აკონტროლებენ ტუნისთან ლიბიის საზღვარს და შესაძლოა, ხელი შეუშალონ ტუნისში წასვლის მსურველებს. გაეროს ლტოვილთა სააგენტოს პრესმდივან მელისა ფლემინგის განცხადებით, ხუთშაბათს სულ 2000 პირი გადავიდა ტუნისში, რაც გაცილებით ნაკლებია წინა დღეებთან შედარებით, როცა საზღვარს დღეში 15 000-მდე ადამიანი კვეთდა.
XS
SM
MD
LG