Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო და რუსეთი WTO-ს თაობაზე მოლაპარაკებას განაახლებენ


საქართველო და რუსეთი განაახლებენ მოლაპარაკებას ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების შესახებ. თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ ვაშაკიძემ, განაცხადა, რომ მოლაპარაკების ოფიციალური ინიციატივა რუსეთს ეკუთვნის. ვაშაკიძის ცნობით, მოლაპარაკება გაიმართება ბერნში, სადაც საქართველოს სამთავრობო დელეგაცია 9, ან 10 მარტს გაემგზავრება. რაც შეეხება თბილისის პოზიციას, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ მის დეტალებზე მოლაპარაკების წინ საუბარი მიღებული არ არის და სწორი არ იქნება. დღემდე საქართველოს მთავრობამ არაერთხელ განაცხადა, რომ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებას არ ეწინააღმდეგება, თუმცა თანხმობის სანაცვლო პირობაა ოკუპირებულ რეგიონებში არსებული საბაჟო-გამშვები პუნქტების ლეგალიზება და გამჭვირვალობა და საქართველოს მიერ მათი კონტროლი.
XS
SM
MD
LG