ესტონეთში კვირას გამართულ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მოიპოვეს რეფორმისტულმა პარტიამ და მათთან კოალიციაში მყოფმა „პრო პარტიამ“ და რესპუბლიკურმა კავშირმა. 7 მარტს ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა რეფორმისტული პარტიის ლიდერმა, ქვეყნის მოქედმა პრემიერ-მინისტრმა ანდრის ანსიპმა. „დღევანდელმა კოალიციმა კვლავ მოიპოვა მანდატი შემდგომი ოთხი წლის ვადით და მადლიერი ვარ ესტონელი ხალხისა, რომელიც კვლავ ენდობა ჩვენს მთავრობას ამჟამინდელი ყველა სიძნელის, ბიუჯეტის შემცირების, სტრუქტურული რეფორმებისა და გადასახადების გაზრდის მიუხედავად.“ ანსიპმა განაცხადა, რომ მთავრობა განაგრძობს კონსერვატიული, შორსმჭვრეტელური ფისკალური პოლიტიკის გატარებას.
ყველაზე პოპულარული
1