Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ალასანია საქართველოსა და რუსეთის მოლაპარაკებას მიესალმა


ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების შესახებ საქართველოსა და რუსეთის მოლაპარაკებას მიესალმა პარტია ”ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატები.” მისმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ამოცანას წარმოადგენს ქართული პროდუქციისთვის რუსეთში ტრადიციული ბაზრის დაბრუნება და ორ ქვეყანას შორის საბაჟო საზღვრის გარკვევა. ”ჩვენ გვაქვს სწორი პოზიცია, რომ საქართველო-რუსეთის საზღვარი მდებარეობს იქ, სადაც ამას საერთაშორისო თანამეგობრობა აღიარებს, მაგრამ ომის შემდგომი ვითარების გამო, არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ იქ ჩვენი მებაჟეების განთავსება რეალური იქნება" - განაცხადა თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა. ირაკლი ალასანია მიიჩნევს, რომ მსგავს შემთხვევაში საქართველომ უნდა იფიქროს კონფლიქტურ ზონებში აპრობირებულ საერთაშორისო მექანიზმებზე, როდესაც სუვერენული მხარე მისი საბაჟო საზღვრის მონიტორინგის უფლებას საერთაშორისო ორგანიზაციას აძლევს.
XS
SM
MD
LG