Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯო ბაიდენი ვმო-ში რუსეთის გაწევრიანებას მხარდაჭერას უცხადებს


აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დღეს მოსკოვში რუსეთის ლიდერებთან დაიწყო შეხვედრები და მასპინძლები დაარწმუნა, რომ აშშ მხარს უჭერს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებას. „აქტიურად ვმუშაობთ, რათა ეს პროცესი 2011 წელს დასრულდესო“ - უთხრა ბაიდენმა ვიცე-პრემიერ იგორ შუვალოვს. ამ განცხადებამდე ბაიდენმა და შუვალოვმა უხელმძღვანელეს შეთანხმების დადებას რუსეთის „აეროფლოტსა“ და ამერიკულ „ბოინგს“ შორის. ამ შეთანხმების თანახმად, „აეროფლოტი“ 2.2 მილიარდ დოლარად რვა, გრძელი მანძილის ბოინგ B-777-ს შეიძენს. დღეს მოგიანებით ბაიდენი პრეზიდენტ დმიტრი მედვედევს უნდა შეხვდეს. განსახილველ საკითხებს შორის არის ლიბიაში არსებული კრიზისი და აშშ-ის გეგმა ევროპაში ანტი-სარაკეტო სისტემის აგების თაობაზე. პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინს ბაიდენი ხუთშაბათს შეხვდება.
XS
SM
MD
LG