Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაპონიაში იზრდება მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი


იაპონიის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე 10 მეტრის სიმაღლის ცუნამის ტალღები გამოიწვია დღეს მომხდარმა 8.9 მაგნიტუდის მიწისძვრამ - რომელიც მიწისძვრების სიხშირით ცნობილი ამ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ძლიერი იყო. ამ ეტაპზე 100-ზე მეტი ადამიანის სიკვდილია დადასტურებული - თუმცა შიშობენ, რომ მსხვერპლის რაოდენობა ათასს გადააჭარბებს. ბევრი ადამიანი დაკარგულია. ჰავაიში განთავსებული, წყნარი ოკეანის ცუნამის სამეთვალყურეო ცენტრი ოკეანის მთელ აუზს აფრთხილებს ცუნამის საშიშროების შესახებ. იაპონიის პრემიერ-მინისტრის, ნაოტო კანის თქმით, მიწისძვრამ „მნიშვნელოვანი ზარალი“ მოიტანა. პრევენციის მიზნით, ხელისუფლებამ ჩრდილოაღმოსავლეთით მდებარე, ფუკუშიმას რეგიონიდან ხალხის ევაკუაციის ბრძანება გასცა, რადგან ახლოს განთავსებულ ბირთვულ ელექტროსადგურზე მწყობრიდან გამოვიდა გაცივების სისტემა. ოფიციალური ცნობებით, გაჟონვა არ მომხდარა - თუმცა რადიოაქტიულ ორთქლს მცირე დოზებით გამოუშვებენ, რათა ბირთვულ რეაქტორში წნევა შეამცირონ.
XS
SM
MD
LG