Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტამბოლში ათასობით ჟურნალისტმა გამართა საპროტესტო აქცია


დღეს სტამბოლში თურქეთის სხვადასხვა ქალაქიდან ჩასული ათასობით ჟურნალისტი გავიდა ქუჩებში. ისინი პატიმრობამისჯილი კოლეგების განთავისუფლებას მოითხოვენ. დემონსტრაცია სტამბოლის ცენტრში გაიმართა. მასში მონაწილეობდნენ ასევე ადამიანის უფლებების დამცველები, კულტურის მუშაკები, ოპოზიციონერები. მარტის დამდეგს ხუთი ჟურნალისტი იქნა დაპატიმრებული 2003 წლის ანტისამთავრობო შეთქმულებაში მონაწილეობის ბრალდებით. საქმის გამოძიება 2007 წლიდან მიმდინარეობს. უკანასკნელი წლების განმავლობაში „შეთქმულების საქმესთან“ დაკავშირებით დააპატიმრეს ინტელიგენციის ასამდე წარმომადგენელი, მათ შორის მასწავლებლები და ჟურნალისტებიც.
XS
SM
MD
LG