Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

22 მარტს დაიწყება პარლამენტისა და მთავრობის წევრების დებატები


საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრების დებატების გრაფიკი და ფორმატი დღეს შეათანხმეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ. დავით ბაქრაძესთან შეხვედრის შემდეგ ნიკა გილაურმა განაცხადა, რომ მინისტრთა კაბინეტის წევრები პარლამენტში დაგეგმილი პოლიტიკური დებატებისთვის მზად არიან. პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობას აქვს კონკრეტული გეგმა და გადაწყვეტილებები იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რომელიც პარლამენტს და საზოგადოებას აინტერესებთ. დებატები 22 მარტს დაიწყება პარლამენტში ნიკა გილაურის გამოსვლით, რასაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და ფინანსთა მინისტრების გამოსვლები მოჰყვება. მთავრობის წევრებს დეპუტატები 25 მარტამდე მოუსმენენ, პრემიერ-მინისტრის შემაჯამებელი გამოსვლის შემდეგ კი, დებატები გაიმართება.
XS
SM
MD
LG