Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანი თვითმფრინავების ჩამოგდებით ემუქრება სომხებს


აზერბაიჯანი დღეს დაიმუქრა, რომ ჩამოაგდებს მთიანი ყარაბაღისაკენ მიმავალ თვითმფრინავებს, თუ სომეხი სეპარატისტების მთავრობა, რომელიც ამ რეგიონს აკონტროლებს, იქ ისევ გახსნის აეროპორტს. აზერბაიჯანის ავიაციის სააგენტოს განცხადებით, მან სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას აუწყა, რომ რეგიონის საჰაერო სივრცე დახურულია და ნებისმიერი რეისი უკანონო იქნებოდა და შესაძლებელი იქნებოდა, „ფიზიკურად განადგურდეს თვითმფრინავები, რომლებიც იქითკენ მიეშურება“. მთიანი ყარაბაღის სეპარატისტული მთავრობა დედაქალაქ სტეპენაკერტთან მდებარე აეროპორტს არემონტებს და აპირებს, მაისიდან აღადგინოს კომერციული ფრენა ერევანში.
XS
SM
MD
LG