Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საუდის არაბეთის მეფე მიმართავს მოქალაქეებს


საუდის არაბეთის მეფე აბდულა დღეს ხალხს მიმართავს და, სავარაუდოდ, რამდენიმე გადაწყვეტილებას გამოაქვეყნებს. ეს იქნება მონარქის პირველი გამოსვლა რიგ არაბულ ქვეყნებში საპროტესტო აქციების დაწყების შემდეგ. მეფე აბდულა საუდის არაბეთში თითქმის ერთი თვის წინ დაბრუნდა. ის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა სამკურნალოდ. საუდის არაბეთის ხელისუფლება წინასწარ არ ავრცელებს ინფორმაციას მეფის გამოსვლის დეტალების შესახებ. თუმცა, ვარაუდობენ, რომ მეფე აბდულა მთავრობაში ცვლილებების, კორუფციასთან ბრძოლისა და ფასების ზრდის შეჩერების ზომებზე ილაპარაკებს.
XS
SM
MD
LG