Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წარმომადგენელთა პალატამ არ დაუჭირა მხარი რეზოლუციას ავღანეთიდან ჯარის გამოყვანის შესახებ


აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ არ დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც ავღანეთიდან ამერიკელი სამხედროების გამოყვანას შეეხებოდა. პროექტს მხარი დაუჭირა 93-მა და წინააღმდეგი იყო 321 დეპუტატი. მომხრეთა უმრავლესობა დემოკრატები იყვნენ. მართალია, რეზოლუცია ვერ მიიღეს, თუმცა, აღსანიშნავია, რომ ავღანეთიდან გამოსვლის მხარდამჭერთა რიცხვი წარმომადგენელთა პალატაში გაიზარდა. შარშან მხოლოდ 65-მა წევრმა დაუჭირა მხარი მსგავს წინადადებას. ”ვაშინგტონ პოსტისა” და ”ეი-ბი-სი ნიუზის” მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგად, გაირკვა, რომ ამერიკელთა ორი მესამედი თვლის, რომ აღარ ღირს ამერიკელი სამხედროების მონაწილეობა ავღანეთის ომში.
XS
SM
MD
LG