Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფუკუსიმის პირველ და მეორე რეაქტორებს ელეტროდენის მიწოდება აღუდგა


იაპონელმა სპეციალისტებმა მოახერხეს აღედგინათ ბირთვული ელექტროსადგურის, ფუკუსიმის პირველი და მეორე რეაქტორისთვის ელექტროდენის მიწოდება. მათ ეს იმედს აძლევთ, რომ ამუშავდება რეაქტორების გამაციველების სისტემა და ბირთვული კატასტროფა აღარ მოხდება. სადგურზე მყოფი ინჟინრები ცდილობენ ყველა რეაქტორისთვის დენის მიწოდებას, რათა მიწისძვრით და ცუნამით დაზიანებული ელექტროსადგურის გაცივება მოხდეს და შემცირდეს რადიაციის გაჟონვა. თუმცა სადგურის ოპერატორმა ფირმამ გამოაცხადა, რომ დღეები დასჭირდება მესამე და მეოთხე რეაქტორზე დენის მიწოდების განახლებას. მთავრობის თანახმად, ის აპირებს სადგურის დახურვას, როცა კრიზისი კონტროლს დაექვემდებარება. ახალი შეშფოთება გამოიწვია სასურსათო პროდუქტებში და წყალში რადიაციის აღმოჩენამ. დღეისთვის მიწისძვრის და ცუნამის შედეგად დახოცილთა დადასტურებული რაოდენობაა 8133, 12 ათასი დაკარგულად ითვლება. პოლიცია ფიქრობს, რომ მხოლოდ მიაგის პროვინციაში, რომელიც ერთ-ერთი ოთხ დაზარალებულ პროვინციათაგანია, 15 ათასი ადამიანი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG