Accessibility links

იემენის დედაქალაქში ჯავშანტექნიკა განათავსეს


იემენის დედაქალაქ სანააში ჯავშანტექნიკა განათავსეს, რის პარალელურადაც ვრცელდება ინფორმაცია, რომ დემონსტრანტების მხარეზე გადავიდა არმიის სარდლობის წევრი, გენერალ-მაიორი ალი მოჰსენ ალ-აჰმარი. მან დღეს სანააში უთხრა ჟურნალისტებს, რომ მხარში ამოუდგა საპროტესტო მოძრაობას, რომლის მონაწილეებიც პრეზიდენტ ალი აბდულა სალეჰის გადადგომას მოითხოვენ. გენერალ-მაიორი ალ-აჰმარი გადადგა მას შემდეგ, რაც პარასკევს ათობით დემონსტრანტი დაიღუპა, საპროტესტო აქციის დაშლისას. დემონსტრანტების დახოცვას შაბათ-კვირას საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა მთელს იემენში. კვირას პრეზიდენტმა სალეჰმა მთავრობა დაითხოვა. ზოგი წყაროს ცნობით, მიზეზი იყო ის გარემოება, რომ მინისტრები გადადგომას აპირებდნენ დემონსტრანტების დახოცვის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG