Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ალასანია ქვეყანაში ვითარების დაძაბვას არ გამორიცხვას


”თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლია ალასანია საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად მიმდინარე მოლაპარაკების ჩიხში მოქცევის შემთხვევაში, ქვეყანაში ვითარების დაძაბვას არ გამორიცხვას. "სააკაშვილი ხდება პროცესის ერთ-ერთი ხელის შემშლელი ფაქტორი, ამიტომ "ოპოზიციური რვიანი" მოითხოვს, ხელისუფლება სერიოზულად მოეკიდოს მოლაპარაკებისას დასმულ საკითხებს”, - განუცხადა სააგენტო ”ინტერპრესნიუსს” ალასანიამ. მისივე თქმით, ოპოზიცია მოლაპარაკების შეწყვეტას არ აპირებს და ხელისუფლებისგან ადეკვატურ გადაწყვეტილებებს ელის. ირაკლი ალასანიას შეფასებით, პროცესი შევიდა ახალ, მგრძნობიარე ფაზაში, სადაც ორივე მხარისგან აუცილებელია სერიოზული ნაბიჯები.
XS
SM
MD
LG