Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მკვლელობისთვის რუს ულტრანაციონალისტს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს


სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს მკვლეობისთვის რუს ულტრანაციონალისტს, რომელმაც 2009 წელს უფლებადამცავი და ჟურნალისტი დახოცა. მოსკოვის საქალაქო სასამარლომ ეს განაჩენი გამოუტანა 31 წლის ნიკიტა ტიხონოვს მას მერე, რაც ის დამნაშავედ სცნო უფლებადამცავ სტანისლავ მარკელოვის და ჟურნალისტ ანასტასია ბაბუროვას მკვლელობაში. ტიხონოვის მეგობარი ქალი, 26 წლის ევგენია ხასისი დამნაშავედ სცნეს, როგორც თანამზრახველი და მას 18 წელი მიუსაჯეს. პროკურატურის თანახმად, ორივე ბრალდებული აკრძალულ ულტრანაციონალისტურ გაერთიანებასთან იყვნენ კავშირში. ორივე, ტიხონოვი და ხასისი თავს დამნაშავედ არ სცნობენ. მარკელოვი და ბაბუროვა მოსკოვში მოკლეს, დღისით, როცა ისინი პრესკონფრენციის შემდეგ მეტროს სადგურისკენ მიემართებოდნენ.
XS
SM
MD
LG