Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილი: პოლიციის რეფორმა ყველა სხვა რეფორმის მშობელია


პოლიციის რეფორმა ახალი სახელმწიფოებრიობის შექმნის ”მთავარ სიმბოლოდ” დაასახელა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 6 მაისს, ბათუმში, პოლიციის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო აღლუმზე სიტყვით გამოსვლისას. ”პოლიციის რეფორმა იყო პირველი მთავარი რეფორმა, რომელიც ჩვენ გავატარეთ, იყო მშობელი ყველა სხვა რეფორმის და ჯერჯერობით ყველაზე მთავარი სიმბოლო ჩვენი გარდაქმნის და ჩვენი ახალი სახელმწიფოებრიობის შექმნის”, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი და თავის გამოსვლაში ასევე დასძენს, რომ სწორედ ”სახელმწიფოებრიობაზე და საქართველოს მომავლის იდეაზე” შეტევას წარმოადგენს გარკვეული ძალების ”შეტევა პოლიციაზე, მანდატურებზე და პენიტენციარულ რეფორმაზე.” პრეზიდენტის თქმით, პოლიციის კარგი მუშაობის წყალობით საქართველომ ”შეძლო პრაქტიკულად შეუძლებელი” და ის მისაბაძ ქვეყნად იქცა რეგიონში. ”საქართველოში არის დღეს რამდენჯერმე ნაკლები დანაშაული, ვიდრე ჩვენს ჩრდილოელ მეზობელ ქვეყანაში და ვიდრე ზოგადად პოსტსაბჭოთა სივრცეში. საქართველოში არის უფრო ნაკლები დანაშაული, ვიდრე არის გერმანიაში, საფრანგეთში, ინგლისში, ყველა ძირითად კატეგორიაზე, პრაქტიკულად...” - ამბობს მიხეილ სააკაშვილი. ის მიმართავდა ბათუმის ახალ ბულვარში შეკრებილ სამართალდამცავებს, რომელთა პროფესიული დღესასწაულიც ერთი წლის წინ დაარსდა. იმან, რომ ხელისუფლებამ პოლიციის დღე გიორგობის დღესასწაულს დაამთხვია, როგორც ცნობილია, ოპოზიის დიდი აღშფოთება გამოიწვია.
XS
SM
MD
LG